ისტორიული გადმოცემები მაქციებზე


მაქციებსა და ლიკანტროპიაზე მრავალი ლეგენდა შემორჩა და ზოგიერთ მათგანზე ფილმებიც გადაღებულა. ისინი გვიამბობენ სავსე მთვარის პერიოდში მოსიარულე მშიერ ადამიან-მგლებზე. დღესდღეობით ძნელია იმის თქმა, რამ ჩაუყარა საფუძველი მაქციებზე არსებულ უამრავ გადმოცემას და რამდენადაა ისინი სიმართლესთან ახლოს, თუმცა წარსულში მათ რეალურობაში ეჭვი ნაკლებად ეპარებოდათ ხოლმე.


 

***

მე-16 საუკუნეში საფრანგეთის ქალაქ დოლის მთავარ მოედანზე სახალხოდ წაიკითხეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს ეძლეოდა უფლება, დადევნებოდა და მოეკლა მაქცია, რომელიც ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში აწიოკებდა.

ტყეში სიარულისას გლეხების ჯგუფს პატარა ბავშვის ყვირილი მოესმა, რასაც მგლის ყმუილი მოჰყვა. როცა ხმას მიჰყვნენ და შემთხვევის ადგილას მივიდნენ, დაინახეს დაჭრილი ბავშვი, რომელიც საზარელ არსებას ებრძოდა. ამ უკანასკნელში მოგვიანებით ადგილობრივი ჟილ გარნიე ამოიცნეს. ის დააპატიმრეს, ჯადოქრობასა და მაქციობაში გამოტეხეს და ბოძზე დაწვეს.

როგორც აღმოჩნდა, განმარტოებით მცხოვრები გარნიე ვერ ახერხებდა ცოლის რჩენას და კანიბალიზმისთვის ხელის მიყოფა გადაწყვიტა. მან 4 ბავშვის მოკვლა აღიარა, რომელთა ასაკი 9-დან 12 წლამდე იყო. პირველად 10 წლის გოგონა შეათრია ვენახში, გააშიშვლა, დაახრჩო და თეძოებიდან და მკლავებიდან ხორცი მოაგლიჯა, დარჩენილი ნაწილი კი ცოლს წაუღო. მსგავსი ბედი ეწიათ დანარჩენ მსხვერპლებსაც, გარდა ბოლო ბიჭისა, რომლის მოკვლაშიც მონადირეებმა შეუშალეს ხელი.

 

***


ძველი ჩანაწერების მიხედვით, დაახლოებით 1640 წელს გერმანული ქალაქი გრაიფსვალდი აოხრებულ იქნა მაქციების მიერ. ამ მხეცების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ღამით გარეთ გასული ნებისმიერი ადამიანი უკიდურეს საფრთხეში იგდებდა თავს, რადგან დიდი შანსი იყო, ერთ-ერთ მაქციას შეხვედროდა და სეირნობა ფატალურად დასრულებულიყო.

მოხალისეების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისთვის ბოლო უნდა მოეღოთ და გეგმა შეიმუშავეს: მოიძიეს და შეაგროვეს ვერცხლის ჭიქები, თეფშები, ღილები და ა.შ., გადაადნეს და ტყვიები ჩამოასხეს.

შეიარაღებულმა გამბედავმა ახალგაზრდებმა დაღამებას დაუცადეს და ქუჩაში გავიდნენ, რათა მაქციებს შერკინებოდნენ. სისხლიანი შეტაკება ადამიანთა გამარჯვებით დასრულდა და გრაიფსვალდის მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, ისევ თავისუფლად, შიშის გარეშე გასულიყვნენ გარეთ.

 

***


1685 წელს ბავარიული ქალაქის, ანსბახის, მოსახლეობა დიდმა მძვინვარე მგელმა დაატერორა. დადიოდა ხმები, რომ ეს მგელი რეალურად მაქცია იყო, ქალაქის გარდაცვლილი მერი. მონადირეებმა ცხოველს ძაღლები მიუსიეს, მიიმწყვდიეს და მოკლეს, შემდეგ გაატყავეს, გვამი კი საზეიმოდ გაიტანეს ქალაქის ბაზრის მოედანზე. სისხლისღვრის დასრულების აღსანიშნავად ანსბახის მაცხოვრებლები მგლებივით შეიმოსნენ, რათა მერს დამსგავსებოდნენ. მოგვიანებით მოკლული მგლის ტყავი ადგილობრივ მუზეუმში გადაიტანეს.

 

***


გერმანიის ქალაქ ლუდვიგსლუსტის მიდამო წარსულში უხვად ტყიანი იყო და შესაბამისად, სანადიროდ კარგ ადგილს წარმოადგენდა. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან მრავალი მონადირე მოდიოდა აქ თავისი ძალების გამოსაცდელად. თუმცა ერთხელაც მონადირეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ეს სიტუაცია წლების განმავლობაში გაგრძელდა – ტყეში მსხვილი მგელი გამოჩნდა, რომელსაც ტყვიები ვერაფერს აკლებდა. ხანდახან მხეცი თითქოს დასცინოდა მათ – მიუახლოვდებოდა ისეთ მანძილზე, საიდანაც მოკვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი იქაურობას გაეცლებოდა ხოლმე, ხანდახან კი მათ ნანადირევსაც თან გაიყოლებდა. იქ მყოფნი, ცხადია, ცდილობდნენ მისთვის რამე დაეშავებინათ, მაგრამ ტყვია თითქოს არც კი ეკარებოდა.

ერთხელ კავალერიის ერთ-ერთი ახალგაზრდა ოფიცერი სოფლის გავლით მიემგზავრებოდა, როცა მოულოდნელად მისი ყურადღება მიიპყრო ახლომდებარე სახლიდან გამომავალმა ყვირილმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ. შორიდან ოფიცერმა ვერაფერი საეჭვო ვერ შენიშნა, რასაც შეიძლებოდა, ისინი დაეფრთხო. ამიტომ იქვე ერთ-ერთი ყმაწვილი გააჩერა და გამოჰკითხა, რა ხდებოდა. ბავშვმა მიუგო, რომ ფიგების ოჯახში არავინ იყო, გარდა უმცროსი ვაჟისა. როცა მარტო რჩებოდა, მას ჩვეულებად ჰქონდა მგლად გადაქცევა და მეზობლის ბავშვების დატერორება. ამიტომ როცა ტრანსფორმაცია იწყებოდა, ყველა გარბოდა, რათა მის სიახლოვეს არ აღმოჩენილიყვნენ.

ოფიცერმა ეს ყველაფერი ბავშვების გამონაგონად მიიჩნია და მათი წარმოსახვის უნარით გაოცებული დარჩა. იფიქრა, რომ ერთ-ერთი ბავშვი მგლის როლს თამაშობდა, დანარჩენები კი ცხვრისას ან რაიმე მსგავსი გასართობი იყო. მაგრამ შემდეგ მართლაც მოკრა თვალი მგლის სილუეტს სახლში, ცოტა ხანში კი მის ადგილას ბიჭი იდგა.

 

***

1541 წელს იტალიის ქალაქ პავიაში მასიური სისხლისღვრა დაიწყო. ერთ-ერთი ფერმერი ხანდახან მგლად იქცეოდა, დაძრწოდა მთელ ქვეყანაში და გზაში შემხვედრ ადამიანებს ნაწილებად გლეჯდა. პავიის მოსახლეობა დაზაფრული იყო და გარეთ გასვლის ეშინოდათ. მონადირეების მცდელობები და დაგებული მახეები არანაირ შედეგს არ იძლეოდა. თუმცა საბოლოოდ, მრავალი მსხვერპლისა და უბედური შემთხვევების შემდეგ მანიაკი დაიჭირეს, მაგრამ მან მისი შემპყრობები დაარწმუნა, რომ ერთადერთი განსხვავება მასსა და ბუნებრივ მგელს შორის იყო ის, რომ ნამდვილი მგლის შემთხვევაში თმები მიმართულია გარეთ, მას კი პირიქით – შიგნითკენ ჰქონდა შეწეული. ამ განცხადების უტყუარობა რომ დაედგინათ, მოსამართლეებმა, რომლებიც გადმოცემის მიხედვით, არანაკლებ სასტიკი და სისხლის მწყურვალი მაქციები იყვნენ, ფერმერს მკლავები და ფეხები მოკვეთეს. დამნაშავე სისხლისგან დაიცალა და მოკვდა.

 

***

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ლიკანტროპი იყო შალონის მაქცია, ასევე ცნობილი, როგორც მკერავი დემონი. ის 1598 წლის 14 დეკემბერს დაადანაშაულეს მკვლელობებში და პასუხისმგებლობაში მისცეს პარიზში. ამასთან, შემთხვევები იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ მოსამართლეებმა ყველანაირი დოკუმენტის განადგურება ბრძანეს. დამნაშავის ნამდვილი სახელიც კი ამოიშალა ისტორიიდან.

შალონის მაქცია, რომელსაც ცოცხლად დაწვა მიესაჯა, თავის მაღაზიაში იტყუებდა პატარა ბავშვებს – როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს, ძალადობდა მათზე, შემდეგ ყელს გამოჭრიდა და მარილს აყრიდა, ბოლოს კი ისე ანაწევრებდა, როგორც ყასაბი – საქონლის ხორცს. შებინდებისას მაქცია ტყეში დახეტიალობდა, რათა ხელში მოეგდო გზააბნეული მგზავრები, კბილებით ყელში ცემოდა და დაეხრჩო. მაქციის სარდაფში აღმოაჩინეს დაღუპულთა ძვლებით სავსე კასრები, ასევე ბინძური და ჭუჭყიანი ნივთები. როგორც ამბობენ, ის გარდაიცვალა მოუნანიებელი და სიკვდილის წინაც ღმერთს გმობდა.

 

***

კლაუდია გაილარდი მე-16 საუკუნის საფრანგეთში მცხოვრები ერთ-ერთი უიღბლო ადამიანი იყო, რომელიც გრძნეულებზე მონადირე ბურგუნდიელმა ჰენრი ბოგემ შეიპყრო და სასამართლოზე წარადგინა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ის ბუჩქის უკან შენიშნეს, როცა მგლის ფორმას იღებდა, თუმცა გარდასახვის შემდეგ კუდი არ ჰქონდა. ამ საშინელი დანაშაულის გამო მას დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ სხვადასხვა მეთოდებით. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ გაითვალისწინა წამების ფაქტი და ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,ყველანაირი ფაქტი მის წინააღმდეგაა. არავის უნახავს, რომ თვალიდან ერთი ცრემლი მაინც ჩამოვარდნოდეს ან დაეკვნესოს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ხერხით ეცადნენ, მისთვის ტკივილი მიეყენებინათ.” საბოლოოდ კლაუდიას ცოცხლად დაწვა მიესაჯა.

 

***

1521 წელს ბეზანსონელმა ინკვიზიტორმა ჟან ბოინმა გაასამართლა მიშელ ვერდენი, ფილიბერ მონტო და პიერ ბურგო და დაადანაშაულა ისინი სატანასთან ზავის დადებასა და ლიკანტროპიაში. მოგვიანებით ეს სამი ადამიანი ცნობილი გახდა, როგორც ,,პოლინიის მაქციები”.

ეს ადამიანები ეჭვმიტანილები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მგზავრს თავს დაესხა მგელი. თავის დაცვის დროს მან ცხოველის დაჭრა მოახერხა და ამ გზით უკან დაახევინა. დაშავებული მგლის კვალს რომ გაჰყვა, მიადგა ქოხს, რომელიც ეკუთნოდა ადგილობრივ მაცხოვრებელს, მიშელ ვერდენს. ის საწოლზე იწვა მძიმე მდგომარეობაში და მისი ცოლი უვლიდა, ჭრილობას უსუფთავებდა. მგზავრი დარწმუნდა, რომ მას მგელი კიარა, მაქცია დაესხა თავს, რომელიც სინამდვილეში მიშელი იყო და მაშინვე შეატყობინა ადგილობრივ ხელისუფლებას. დაკავებისა და წამების შემდეგ ვერდენი დანებდა და განაცხადა, რომ ხანდახან ფორმას იცვლიდა. ასევე დაასახელა მისი ორი თანაშემწე, შემდგომში კი სხვა იდუმალი დანაშაულებიც აღიარა: ჯადოქრობა, მკვლელობა და ადამიანის ხორცის ჭამა. სამივე დამნაშავე სასწრაფოდ დასაჯეს სიკვდილით.

 

***

ეს ამბავი 1692 წელს მოხდა ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ლივონიის ქალაქ იურგენბურგში და შემდეგ მაქციების ფოლკლორს შეერწყა.

80 წლის მამაკაცი, სახელად ტისი, ეჭვმიტანილ იქნა მაქციობაში. ამბობდნენ, რომ მას ცხვირი გაუტეხა სკეისტანმა, ადგილობრივმა ჯადოქარმა, რომელიც იმ მომენტში უკვე გარდაცვლილი იყო. ტისის აღიარების მიხედვით, სკეისტანი და საიქიოში მყოფი სხვა გრძნეულები იმ არეალში ნათესების ზრდას ხელს უშლიდნენ. მათი მიზანი იყო, მარცვლეულები ჯოჯოხეთში წაეღოთ. მათი შეჩერების მიზნით ტისმა სხვა მაქციებთან ერთად ჯოჯოხეთს მიაშურა, რათა ჯადოქრები დაემარცხებინა და ნათესებს ძველებურად ეხარათ.

მაქციებისა და გრძნეულების ბრძოლა იმ წლის სამ ღამეს მიმდინარეობდა: წმინდა ლუსიას ხსენების დღეს, სულთმოფენობის დღესასწაულზე და წმინდა იოანეს ხსენების დღეს. თუკი შეტევისას მაქციები დასუსტდებოდნენ, ჯადოქრები ჯოჯოხეთის კარიბჭეს კეტავდნენ, რის შედეგადაც ნათესები, ცოცხალი ინვენტარი და თევზებიც კი საშინელ დღეში ვარდებოდნენ. იარაღის მაგივრობას მაქციებს უწევდათ რკინის კეტები, ჯადოქრები კი ცოცხებით ხვდებოდნენ. ერთ-ერთი შეტაკების დროს სკეისტანმა ტისს ცხენის ძუაში გახვეული ცოცხის ტარი მოარტყა სახეში და ცხვირი გაუტეხა.

ამ აღიარებამ მოსამართლეები განაცვიფრა, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ მაქციები ეშმაკის დამხმარეები იყვნენ. მაგრამ იმ მომენტში ისინი ისმენდნენ იმ ამბის შესახებ, რომელშიც მაქციები დემონებს აღუდგნენ წინ. როცა იკითხეს, რა მოსდიოდათ მაქციების სულებს, ტისმა მიუგო, რომ ისინი სამოთხეში ხვდებოდნენ. მისი თქმით, მაქციები ,,ღმერთის მსახურები” იყვნენ და კაცობრიობას ეხმარებოდნენ სატანისგან დაცვით, რათა ეს უკანასკნელი დედამიწაზე არ გაბატონებულიყო. შესაბამისად, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ადამიანები მუდმივ ტანჯვაში ჩავარდებოდნენ. ტისმა ასევე განაცხადა, რომ მათ მსგავსად გერმანიასა და რუსეთშიც იყვნენ მაქციები, რომლებიც იქაურ კუდიანებს ებრძოდნენ ჯოჯოხეთში ჩასვლით.

ტისმა უარყო, რომ სატანასთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ან რაიმე სახის მეგობრობა აკავშირებდა. მან ასევე უარი განაცხადა მღვდლის ნახვაზე, რომელიც მასთან გამოგზავნეს. ტისის თქმით, ის ნებისმიერ მღვდელზე უკეთესი ადამიანი იყო. ასევე ირწმუნებოდა, რომ არც პირველი მაქცია ყოფილა და არც ბოლო იქნებოდა, რომლის მისიასაც ჯადოქრებთან ბრძოლა წარმოადგენდა.

საბოლოოდ მოსამართლეებმა ტისს ბრალი დასდეს კერპთაყვანისმცემლობასა და ცრურწმენებში და 10 წკეპლა მიუსაჯეს.

 

***


1603 წლის გაზაფხულზე სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთი, გასკონია, შიშმა და ტერორმა მოიცვა. პატარა სოფლებიდან და დასახლებებიდან სრულიად მოულოდნელად უჩინარდებოდნენ ბავშვები, თუკი მინდვრებში გასეირნებას გადაწყვეტდნენ. ამასთან, დანაშაულის ვერავითარ კვალს ვერ პოულობდნენ ხოლმე. ერთხელ კი პატარა კოტეჯში ჩვილი ბავშვი აკვნიდან გაიტაცეს, როცა დედამისმა ცოტა ხნით დაძინება გადაწყვიტა და შვილი უსაფრთხო ადგილას დატოვა (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა). მოსახლეობა მგლებზე ალაპარაკდა, გარკვეული ნაწილი კი ამ ვერსიას უარყოფდა და უარეს რამეზე საუბრობდა.

შიშის ზარმა მაქსიმუმს რომ მიაღწია, ერთი ადგილობრივი მოსამართლე თავის კოლეგებს ეწვია და ამცნო, რომ სამი მოწმის ჩვენებისგან შემდგარი ინფორმაცია ეპყრა ხელთ. მოწმეებიდან ერთ-ერთი იყო 13 წლის გოგონა მარგარეტ პუარე. ის იფიცებოდა, რომ სავსე მთვარის პერიოდში თავს დაესხა ველური მხეცი, რომელიც გარეგნულად მგელს ჩამოჰგავდა. ის შუადღით საქონელს მეთვალყურეობდა და მოულოდნელად უღრანი ტყიდან უცნაური ცხოველი გამოვარდა და ბასრი კბილებით ქვედაბოლო დაუგლიჯა. საბედნიეროდ გოგონას თან ჰქონდა რკინის წვეტიანი ჯოხი და მხეცის მოგერიება მოახერხა, ისე რომ დაკბენას გადაურჩა.

როგორც ცოტა ხანში გაირკვა, 13-14 წლის ჟან გრანიე ტრაბახობდა, რომ სწორედ ის დაესხა თავს მარგარეტს. იმ მომენტში მგლად იყო გადაქცეული და რომ არა გოგონას ჯოხი, რომელმაც კიდურები დაუზიანა და ტკივილი მიაყენა, ისევე მოკლავდა და შეჭამდა, როგორც დახოცა მანამდე 3-4 ბავშვი.

ჩვენება მისცა ასევე 18 წლის ჟანა გაბორემ. მისი თქმით, ერთ დღეს ჟან გრანიესთან ერთად მეთვალყურეობდა ნახირს (ორივენი მდიდარი ფერმერის მოსამსახურეები იყვნენ), როცა მან კომპლიმენტი უთხრა გარეგნობაზე და პირობა მისცა, რომ ცოლად მოიყვანდა. როცა ჟანამ მშობლებზე გამოჰკითხა, ბიჭმა უთხრა, რომ მღვდლის უკანონო შვილი იყო. გოგონას არც ის გამოპარვია, რომ მისი ,,საქმრო” ჭუჭყიანი იყო, რაზეც მან ასე უპასუხა: ,,ეს მგლის ტყავის გამოა, რომელსაც ხანდახან ვატარებ ხოლმე”. ჟანმა ასევე აუხსნა, რომ მისი მსგავსი კიდევ 9 მაქცია იყო, რომლებიც ორშაბათობით, პარასკევობითა და შაბათობით დაძრწოდნენ შებინდებიდან განთიადამდე პერიოდში და კუდიანთა შაბათობისას ერთად იყრიდნენ თავს. მას განსაკუთრებით მოსწონდა პატარა ბავშვების ხორცი, რადგან ნაზი, გემრიელი და იშვიათი იყო. შიმშილისას ხანდახან ხოცავდა ძაღლებსაც და მათ სისხლს სვამდა, რაც არც ისე გემრიელი იყო.

1603 წლის 29 მაისს ჟან გრანიე დააპატიმრეს და სასამართლოს წინაშე წარადგინეს. 2 ივნისს მან აღიარა, რომ მაქცია იყო, ასევე გამოტყდა ჩადენილ დანაშაულებშიც. თუმცა მღვდელთან დაკავშირებით მისი ნათქვამი ტყუილი აღმოჩნდა. ის იყო პიერ გრანიეს შვილი, რომელიც მას მუდმივად სცემდა, ამიტომ ჟანი გაიქცა და თავს მენახირეობითა და ყალთაბანდობით ირჩენდა. ერთხელ გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი პიერ დე ლა ტილარი, რომელმაც ტყეში წაიყვანა და იქაურობის მბრძანებელი გააცნო. ის მაღალი და ახოვანი აღნაგობისა იყო, მუდმივად ახლდა შავი ცხენი. ეს ყველაფერი 3 წლის წინ მომხდარიყო, შემდეგ შეხვედრაზე კი ბიჭებმა მას ერთგულება შეფიცეს, რის სანაცვლოდაც ორივემ პატარა სტილეტი მიიღო, მოგვიანებით კი მგლად გარდასახვის უნარითაც დაჯილდოვდნენ. ნადირობისას ხანდახან ტყის მბრძანებელიც ახლდათ თან, ის ლეოპარდად გადაიქცეოდა ხოლმე.

დამნაშავის ასაკის გათვალისწინებით სასამართლო მკაცრად არ მოპყრობია ჟან გრანიეს. მათი გადაწყვეტილებით, ბიჭი ფრანცისკანული ორდენის ბერს მიაბარეს და გააფრთხილეს, რომ გაქცევის პირველივე მცდელობას სასჯელად ჩამოხრჩობა მოჰყვებოდა, შეწყალების იმედის გარეშე.

შემთხვევის შესახებ დამატებით ცნობას გვაწვდის პიერ დე ლანკრე. ის 1610 წელს ეწვია მაქციას და აღწერს, როგორც გაძვალტყავებულსა და გამხდარ ბიჭს, რომელსაც ღრმად ჩამჯდარი, მძვინვარედ მოელვარე შავი თვალები ჰქონდა. მისი კბილები ბასრი იყო, ზოგიერთი ეშვებივით თეთრი, ზოგი კი შავი და მომტვრეული. ხელები თათებს მიუგავდა, ფრჩხილები ცხოველის ბრჭყალებივით ჰქონდა გაზრდილი და მოხრილი. უყვარდა მგლებზე საუბარი და მათი ამბების მოსმენა. ზოგჯერ ოთხზე დგებოდა და არაბუნებრივი სიმარდით მოძრაობდა, ამ დროს გაცილებით მოქნილი იყო, ვიდრე ორ ფეხზე დგომისას.

179 thoughts on “ისტორიული გადმოცემები მაქციებზე

  1. ამ ბოლო დროს რაღაც ცუდად გადავეკიდე მაქციებს და ვაპირებს,თუმცა ასეთი კუთხით არ შემიხედავს ჯერ,ანუ საიდან იღებს სათავეს ლეგენდები:)საინტერესო პოსტია… 🙂

    Like

    1. მეც ამ ბოლო დროს ძაან გადავეკიდე მაქციებს უკვე იმდენი რამ დავამტხვიეტ მე და ჩემმა მეგობრებმა…..უკვე მგონია გავგიჯდი:D:D:D:D:D:D

      Like

    2. მათე

      რა მაქცია მაქცია არა რკინის კაცი და სპაიდერმენი წეღან კი დავწერე შეიძლება არსებობდნენ თქო მარა ეგ ფანტაზიას გამიტაცა და იმიტომ კიდე ერთი რაღაცის კითხვა მინდა: თქვენ სულ დაკარგეთ ჭკუა??? რა მაქცია ძაან გაგიტაცატ ამ ისტორიებმა და თინეიჯერმა მგელმა ყურებით მეც მიყვარს თინეიჯერი მგელის ყურება მარა ასე არ გამირეკია თქვენ როგორც

      Like

  2. tsotnee

    არ ვიცი რამდენად სიმბოლურია, მაგრამ ახლა ჩემები სწორედ ფილმ “მგელკაცს” უყურებენ. 🙂 🙂 🙂

    Like

  3. საწყალი მგლები, თვით ყველაზე უწყინარ ზღაპარ წითელქუდაშიც კი მგელი მაქციად გადააქციეს ეკრანიზაციაში 🙂

    Like

  4. გამოხმაურება: ნაკლებად ცნობილი ფაქტები მგლებზე « ჩრდილოეთის ციალი

    1. შესაძლოა ჩემი აზრით 20% ია ამის შანსი თუმცა უფრო ეს ლეგენდებია რომელიც წარმოიშვა არა ამ დროებში რომელიც აქ წერია არამედ უფრო გვიან 19-20 საუკუნეში მას შემდეგ რაც 1863 წლის “ჟივადონის მხეცის დატერორება გადაიტანა საფრანგეთის” ერთ-ერთმა ნაკლებად ცნობილმა ქალაქმა ჟივადონმა ჟივადონის მხეცის დატერორება 4წელი გაგრძელდა 1863-1867 წელი თუმცა ამ დროს ნადირობა დაიწყო მაგრამ მხეცი პირველად 1860წელს გამოჩნდა და როდესაც მის შესახებ შეიტყვეს(1963) წელს ამ დღის დაიწყო მან ნამდვილი დატერორება და ის მონადირება მოკლა რომლის ცოლი და 2შვილი ამ მხეცის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო მან ეს ვერცხლის ტყვიით შეძლო თუმცა ეს ლეგენდაა და როგორც დასაწყისში აღვნიშნე შესაძლოა სიმართლეც ამ ამბის გაგება ვისაც გსურთ დაახლოებით ასეთი ტელესერიალია თინეიჯერი მგელი (Teen Wolf) მეხუთე სეზონში ზუსტად ეს მხეცი ატერორებს ამ ქალაქს beacon hills (ბეიკონი ჰილსი) ps მე ამით მოვრჩი აბა თქვენ იცით გინდა დაიჯერეთ გინდა არა ეგ თქვენზეა დამოკიდებული.

      Like

    1. მე არ მინდა მაქციობა თუ ვიქნები მაშინ მარტო მე უნდა ვიყო და მთავარი თავის კონტროლი უნდა ვიცოდე თორე ისე არ მინდა მირჩევნია არ არსებობდნენ თუ მე არ ვიქნები ერთადერთი ან კიდევ ვინმე ოღონდ ყველა არ უნდა დაკბინოს და სასურველია კეთილიც იყოს 🤭🤭

      Like

  5. anukiani

    cemi azrit ar arseboben. ara mgonia gmerts am qvkanaze adamianebi, vampirebi da maqciebi sheeqmna. es bunebas ar emorcileba, es arabunebrivia, tumca am qvekanaze bunebrivi ra aris? ar mjera gmerts eg mitiuri arsebebi sheeqmna magram me imedi maqvs rom arseboben. minda rom ikvnen. ra tqma unda ar minda mati msxverpli viko, minda mec magnairi viko, swrafi, dzlieri da ukvdavi, magram es mxolod ocnebebia da cemnairi tineijris sisuleleebi… tqven ras metkodit?

    Like

  6. seshashinebeli ambavia mec minda viyo maqcia ogond iset rom tavis kontroli shemezlos da minda maqciam rom mikbinos ise ar gadaviqce minda raime jadosnuri pxvilit umtkinveulod gadaviqce maqciad da iseti unari mqondes rom adamianebi anvkurno da zalian zlieri viyo

    Like

  7. cobra

    Xalxo reebs ambobt ver xedavt sadamde waxvedit ra maqcia ris mgeli gmertma yvelaze saocar arsebedad adamianebad shegvqmna da es ukve nametania sisxlis msmel arsebebad gvinda gadaviqcet?

    Like

  8. downeaster kong

    tkven bidziebo da babuebo mocurebulebi xom ar xart? ra makcioba gindat, ris dzala da siscrape, kbenit ro xalxs kurnavdes da dzlieri ikos, ragchirt to, sul gauberet? devobac xo ar gindat, an mprinavi cocxi? paskunjoba? ise bevri ”makcia” dadis,jer kidev, sakartveloshi. mamrobiti skesis ogond, volkobas rom ibraleben. 😀 ogond egetma makciebma sakutari dedis gineba urpo ician.vidre scrapad sirbili da a.sh…. aba bavshvebo, vis unda makcioba xeli ascios.

    Like

  9. downeaster kong

    makcia arc ise dzlieri kopila rogorc pilmebshia, 13 clis gogonas rkinit dauprtxia, tan ise, rom mxolod kaba dauxia. 😀 xalxo 13 clis gogod rom ikcet ar jobia makciobas? 😀 ma nigga:D

    Like

      1. dato

        dzma sheidzleba me ardamijero mara me kaliforniarshi vcxovrob da marto suli mglebi darchnen da erterti matgani mevarr sheidzleba ardamijerott mara ravi exla ityvit maqcia tavi saxes rato unda achendes mara me vvidzaxi me maqcia var

        Like

        1. tatka

          adinochki volk i ix padelnik maqcia 😀 reeebs bodavt too vafshe gareket xooo… ibralet exa maqcioba bevrmaaa magas jobia nakeb filmebs uyurot maqciebzeee . izolushkas uyuret iqneb dedinacvlis adgilas gaichitot

          Like

  10. au me magalitad ar mjera…magram sheidzleba martlac arsebobeenn 😦 exla magrad shemeshinda is komebi ro wavikitxe.ra ubedurebaa eg???????/ rame wesierze ilaparaket ra maqciebi da ra alpebi?sul gadairiet????????????????????/ 😀

    Like

  11. ლიკაონ რას ღატაობ, უცბად მაქცია ხომ არ ხარ მითხარი ერთი, შეიძლება კინოებში გაქვს ნანახი და ფანტაზიებს აყევი, მაგრამ მაინტერესებს რომელ სერიალში ნახე მაქცია, ა)თინეიჯერ მგელში ბ)ვიკინგების აჯანყებაში გ)თუსინამდვილეში, მითხარი სად ნახე და მეც მოვალ ანდაც… ვუყურებ, თუ სინამდვილეა და შენ იქნები მაქცია შენდობას ვითხოვ, შენ თუ არ მოკლა მე რაღას მერჩოლება ჰა.

    Like

  12. ღმერთს ეგეთი არაფერი არ გაუჩენია დედამიწაზე.მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი სანამ დედამიწაზე იესო მოვლინდებოდა და ეშმაკს შეაჩერებდა ესმაკს გზა ხსნილი ჰქონდა როგორც ახლა და ასეთ რაღაცეებს ქმნიდა თავისი ბოროტი ძალებით და მფარველობდა განუვითარებელ ხალხს კი ეს არ ესმოდა.მაგრამ მაინც არ მჯერა შეილება მგლის ჯიში იყო რაღაცა ძლიერი ძაან და ადამიანის ზომის და მსგავსი და ის რომ ადამიანი იქცეოდა ვნახეთო რო თქვეს სეიზლება სურის საზიებლად თქვა ვიღაცამ.მაგრამ ის რომ აღიარაო და ისაო და ესაო რავი აბა ეგ მთლად ლეგენდაა.არაა გამორიცხული ესმაკი რომ იყო მასში ჩამძვრალი რომ ეცდუნებინა ხალხი და მათი მმარტველი კოპილიკო მას ხომ ღმერთის ადგილი უნდოდა

    Like

    1. getanxmebi rasac aq wer magram maqcia es dges dgeobit legendaa magram isini odesgac arsebobdnen…maqciebi gmertis msaxurebi iyvnen da gmertma gadaashena isini radgan mat adamianebis dacvis nacvlad mati mokvla daiwyes…imedia ragacas mixvdebit….dges ukve plantaze maqciis erti procentic ki ar aris

      Like

    2. Chemo daia daazuste jer da mere ilaparaket tu sadme istoriaa maqciaze yvela wakitxuli maq memgoni vgijdebi sizmarshic eg mesizmreba da umetesobashi maqcias aigiveben ara eshmaktan aramed uplis mier sheqmnil arsebebtan es 10 istoria 10 sxvadasxva gvwrdze devs da yvelgan maq wanakitxi maqciebs gvtisagan davalebuli aqvt kacobriobis dacva

      Like

  13. მაქციები შეიძლება არსებობდენ მაგრამ მითიური წითელ თვალა მაქციები რომელსაც ალფას უწოდებენ სწორედ ასეთ მაქციებს შეუძლია ადამიანის მაქციად გადაქცევა რათქმაუნდა თუ ადამიანი თინეიჯერი არის.

    Like

  14. სოფო მამაჩემი 10 პროცენტით მონადირეა, ხშირად უნახავს ასეთი რამ როდესაც რუსეთში მეგობრებთან ერთად ნადირობდა ის ძალიან დიდი ძალის ტყვიით მოკლეს მაგრამ გადმოცემის მიხედვით მაქცია სიკვდილის შემდეგ ადამიანად უნდა გარდაქმნილიყო მაგრამ ის არ გადაქცეულა ადამიანად სიკვდილის, შემდეგ ამიტომ 90 პროცენტით ა მჯერა მაქციიების,
    მაგრამ როცა უკან შემოიხედეს მხეცი გაქრა ,

    Like

  15. ყველა მაქციას თუ ასე ადვილად კლავდენ რომც 100% შანსი მქონოდა მაქციად გავრდაქმნილიყავი ძალიან მაინც არ ვინატრებდი

    Like

  16. დოვეასტერ კონგ იმ ცამეტი წლის გოგონას უბრალო წვეტან ჯოხით არ მოუგერებია მაქცია ის ჯოხი იყო ვერცხლის რადგან მაქციებს ვერცხლის გარდა ვერაფერი ვერ მოკლავს თუ რათქმაუნდა ალფა მაქცია არ არის და თუ კოცონზე არ დაწვავ

    Like

      1. verafersac ver daamtkicebs veravin radgan amdeni xnis ganmavlobashi moyolebuli atasnairi kamera da jandabaa da amastan ra sisulelea arsebobs didi zomis mglebi romlebic adre iyvnen da axla nagdad ar vici sididit datvis an adamianis zoma magram adamianis transformacia da jadoqroba sisulelea gmertma adamians sakmarisi jadoqrobis ufleba misca da amorcheva misi nebaa sikete boroteba siyvaruli sizulvili da .ase shemdeg
        eg sisuleleebi amoigdet xalxo tavidan sadamde miyavxart am satelevizio gadacemebs:D

        Like

  17. მომისმინეთ მე საძმოს უფროსი ვარ და ტუ გინდათ საძმოში გაწევრიანება აქ დაწერეთ და მე თვითონ გიპოვით

    Like

  18. აბა ვინმეს გინდათ? ჩვენ 2 ჯგუფათ ვართ დაყოფილები აქედან ზოგიერთი ბოროტია ზოგი კი კეთილი მე მშობლები არ მყავს, მე მაქციათ არ გადავქცეულვარ დავიბადე, ამის შემდეგ მე ჩამოვაყალიბე ჩემი გუნდი რომელსაც მე ვხელმღვანელობ და ვიბრძვი მათ წინააგმდეგ

    Like

  19. ხალხო რამ გადაგრიათ, საიდან მოიტანეთ რომ მაქციები და ეგეთი სისულელეები არსებობენ? არცერთი რეალური მტკიცებულება არ არსებობს მაგის შესახებ. ზოგი უკვე იმდენადაა გატაცებული, რომ ამბობს მე უკვე მაქცია ვარო :დ:დ რა სასაცილოა. ჯობია იმაზე იფიქროთ რაც რეალურია, თორემ ბოლოს ძალიან გაგიტაცებთ და როცა გაიაზრებთ რომ ეს მხოლოდ ხალხის ფანტაზიის ნაყოფია, გული დაგწყდებათ და გაგიჭირდებათ სიმართლესთან შეგუება.

    Like

  20. ისე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ოდესღაც შეიძლება ადამიანში მგლის გენი შეიყვანონ და ხელოვნურად შექმნან მაქციის მაგვარი რამ. მედიცინას სასწაულების მოხდენა შეუძლია!

    Like

  21. es ubralod sisulele….geniosebo rogor ggoniat adamians sheudzlia miigos mglis saxe…adamianze virusi nakbenit gadadis da es nakbeni dzaglisaa n romelime copiani cxovelis da am daavadebas copi hqvia….maqciebi anu igive likanebi jer kidev 3oo wlis win gaqrnen……isini ubralod gadashendnen

    Like

  22. aleqsa

    chems sityvebs udidesi mnishvneloba miaqciet titoeulma!!!! xalxo visac ar gjerat ubralod daweret armjera nu icinit vgiziandebi.da vinc postebt wert kidev gafrtxilebt maqciebi nu gamogyavt eshmakis mociqulebi magas magard inanebt titoeuli gpirdebit amqcia eshmakiseuli araa is gmertiskenaa da meored egeti rame ardawerot piradad me gafrtxilebt sastikad!!! maqciebi chven shoris arian da amas male gaigebt gpirdebit)))

    Like

  23. რეზო

    მაქციები არ არსებობენ. მაშინ რატომ მოიგონეს მითებიო? იმიტომ მოიგონეს, რომ ადამიანის ფანტაზია ძალიან დიდია. ისევე როგორც მილიონობით ზღაპარი და მითი მოიგონეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა რეალური. რატომ იქნება მაინც და მაინც მაქციები გამონაკლისი?

    Like

  24. maqcia

    maqciebi arseboben me var ert erti udidesi maqcia romelic arsebobs dges dgeobit sheidzleba bavshvebis hesashinebeli ambebi gegonot is rasac gebulobt da kitxulobt magram dzaanac nu ixalisebt maqciebze shesadzloa ert dges piradadd dagadget tavze gamit da yeli gamogachamot …amxela xalxi xart tqven azrzec ar xart ras nishnavs iyot maqciebi amitomac sheshvit imis ocnebas rom maqcioba gindat…maqciebi yvela qveyanas yavs umetsad tyeshi arian da dgec gamodian da gamec mat ver mixvdebit mxoldo ramdenime gzaa arsebobs rom mixvde maqciaa tu ara ….ert dges chven maqciebi gamovalt da xalxic iwamebs rom varsebobt maqamde ki chveulerivad gavagdzelebt cxovrebas..me shemidzlai gadavqcio maqciat adamiani magram es mxolod mashin moxdeba tu is girsia amis magram mainc didi tvirtia maqcioba.jobia iyot is rac xart da ar edzebot rame zebunebrivi da mixedet tqvens cxovrebas xom icit cxovrebazogjel xanmoklea amitom tkbilad icxovret.

    Like

    1. რეზო

      ტროლი ხარ რა 😀
      მანდ ტყეი ინტერნეტი გაქვს გაყვანილი? 😀 თუ wi-fi-ს იჭერ? 😀

      Like

    2. me piradad 13 wlis var, da shen (maqcia) am komentarshi giweria rom es bavshvebis shesashinebeli ambavi ar gegonoto. me asetebis ar meshinia, me da chems megobrebs nanaxi gvaq ,,teen wolf” da vgijdebit kidec mag serialze. axla ki sulmoutmenlad velit 3 tvis gasvlas radgan 3 tveshi 6 sezoni daideba. me da chems megobrebs xshiad gvitqvams rom neta arseboben an arsebobdnen tu araisini. teen wolfis naxvis shemdeg ratomgac am maqciebna alfebma betebma da a.sh titqosda chamitries. aq comebshi isic ewera rom mesizmrebao. chvenc xshirad gvesizmeba amgvari ragaceebi da mogvwons kidec. chven gvinda rom isini arsebobden,tumca ara rogorc borotebi aramed rogorc keltilebi da gvtis moyvarulebi. isini isetive ketilebi rom yofiliyvnen rogorc teen wolfshia mashin mec momindeboda maqcioba. tqven da aq dawerili komebis avtorebis did nawils mati arsebobis jera zogs unda kidec rom maqcia iyos. mat zemot mocemuli legendebisac sjerat. magram miuxedavad amisa amboben rom isini ketilebi arian. tumca am legendebshi gadmocemulia mati borotuli xasiati da swored rom teenageri da 9 dan 13 wlamde bavshvebis winaagmdeg iyvnen ganwyobili. axla ki udideso maqciav 😀 sheen tu gjera am legendebis mitxari chemi asakis bavshvebs uflis davalebit icav tu sadgac miuval adgilebshi miityueb, shemdeg klav tu maqciad aqcev. es maqciebi rom namdvilad arsebobdnen dgevandel dalian ganvitarebul da chamoyalibebul mecnierebas mati gamokvleva da damtkiceba imisa rom arsebobdnen ar gamorchebodat. udidesi maqcia xar da imis nacvla rom yeshi ixetialo kompize zixar da ragac sisuleeebs wer. martalia vinc am saits ewvia yvelas is azri daebada rom isini arsebobe tumca didi nawili dzalian shors waxvedit da charchit im sizmrebshi romlebic ocnebis shemdeg gesizmrebat. me ar mjera tumca minda rom mjerodes da yvelas misi azri gaachnia da yvelas aqvs azris gamoxatvis ufleba.

      Like

  25. Me nagdat arvici arseboben tu ara mara didi siamovnebit viqnebodi erterti maqcia es gadavwyvite likanebis imperias ro uyurebdi mashin xalxno martla gjerat am sisulelis rom vitomda maqciebi arseboben es xo warmoudgenelia

    Like

  26. zaza

    რა თქმა უნდა არ უნდა დაიჯეროთ ესეთი სისულელე, ეს ყველაფერი ადამიანების ფანტაზიებია, გამოგონილი ისტორიები, ადამიანს იმდენად დიდი ფანტაზია გააჩნია რომ შეუძლია თავისივე გამოგონილი რეალობად მიიღოს, ეს ყველაფერი სისულელეა, მხოლოდ ვიღაცეების თავში ტრიალებს… თავიანთ ცხოვრებას რაღაც სიახლით რომ ვერ ცვლიან მერე ვარდებიათ ესეთ სულელურ გამოგონილ მისტიკაში და სხვებსაც აჯერებენ, ვინც ფსიქოლოგიურად სუსტია….
    რა მაქცია, რა ვამპირი, ეს ყველაფერი გამოგონილი სისულელეებია…
    ზოგიერთებს სამწუხაროდ ღმერთის არსებობა ფანტაზია ჰგონიათ და ესეთი მაქციურ-ვამპირული სისულელეები სინამდვილე… რა სისულელეა…
    ღმერთმა მხოლოდ გალაქტიკები, პლანეტები კოსმოსი, და ეს ყველაფერი თავის ადამიანებით და ცხოველებით შექმნა, მაგრამ, ესეთი სისულელეები რაც მაქციებს, ვამპირებს და მსგავს მისტიურ რაღაცეებს ეხება ეს ყველაფერი ადამიანმა შექმნა, თავის ფანტაზიებში, თავში და შემდეგ გარეთ გამოიტანა და სხვებსაც აჯერებს ესეთი სისულელეებით.
    ყველაფერი რაც მიწაზე ხდება ჩვენი დამსახურებაა ადამიანების, ჩვენი გამოგონილია, რაც მიწიერია…
    ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა და რაც შეიძლება მეტი სიახლე ჭირდება და თვითონ ადამიანი იგონებს და შემდეგ თვითონვე იჯერებს რომ თავის გამოგონილი კი არ არის არამედ რაღაც მისტიურია, ვიღაცის ან რაღაცის შექმნილია… :))))))))))))

    Like

  27. maqcia

    lana ….shen araferi ar ici …..da rodesac tqvi mecnierebio ra ici rom mecnierebma ar ician maqciebis shesaxeb da ra ici rom isinia r malaven amas? dzalian bevr rames malaven mecnierebic da xalxic es imitom rom qveyanashi qaosi ar iyos …..aravina raperi icis da kidev daiamxsovret yvelam yvela legenda ubralod monagoni legenda araaa bevrshi simartle imaleba ….xalxistvis araa sachiro rom icoden martalia bevri kinoebi gadis serialebi magram aba daupiqrdit am bolo dros ratom gadis es yvelaperi imitom rom nela nela mecnierebi cdiloben rom adamianebs sheatyobinon mat shesaxeb magram tu am yvelapers pirdapir ityvian qaosi amrtlac daiwyeba undobloba shishi daisadgurebs amitom cdiloben kinoebis sashvalebt nela nela shegachvion am realobas da cdiloben kargi mxridan dagvanaxon yvelaperi aba daupiqrdit ….. tqve iamze kia r unda ipiqrot ra ar arsebobs aramed imaze unda ipiqrot tu ra arsebobs bevri rame ar icit…..magram tu vinmes unda vestumro tqveni misamarti daweret da siamovebit gewvevit game chemi meore bunebit.

    Like

  28. Am bolo dros vuyureb ert serials sadac aseve maqciebzea saubari shemdeg ki facebookze vnaxe posti maqciebze dzalian damainteresa da gadavwyvite meti gamego ris shedegadac am gverds gadavawydi dzalian momewona da erti kitxva maq shesadzlebelia tu ara rom kidev arsebobdnen maqciebi da sad ufro gavrcelebuli iyvnen maqciebi dzveli periodshi

    Like

  29. maqcia

    ჰა, ჰა, ჰა, ჰა…..
    კი, რა თქმა უნდა არსებობენ, ამაზონის ჯუნგლებში, აფრიკაში, ავსტრალიაში გაუვალ ტყეებში, შიშვლები დარბიან და შეიძლება ერთმანეთსაც ჭამენ, შეგიძლია შეამოწმო თუ ესე დაინტერესებული ხარ… ჰა, ჰა, ჰა….

    Like

  30. Me ubralod vtvli Rom gmertma adamiani sheqmna rogorc yvelaze chkviani arseba da gmerts adamianebi yoveltvis uyvarda da arasdros gaaketebda an shekmnida is iset rames rac xalxs ese ubralod avnebda meored mosvlac uniting Niko Rom xalxs Chua eswavla da tu es ragaceebi martla arseboben albat isev chvens gamo ara ise Rom icodet sidzliere da gankurvna xalxis tu gindat arsebobs trenajorebic da saswavlo dawesebulebebic tu ar ishromebt ese erti nakbenit amxela dzala ar mova

    Like

  31. Zaza

    არა, მაქციები ნამდვილად არ არსებობენ… ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის გონების ფანტაზიებია, რადგან ადამიანს მარტოობა არ უყვარს, მდიდარი ფანტაზიები აქვს და ცდილობს ყველაფერს რეალური სახე მისცეს, მისტიკაში, სათავგადასავლო ლაბირინთებში სიარული უყვარს… აბა, ერთი წუთი წარმოიდგინეთ, ჩაკეტილ სივრცეში იჯექი და არაფერი აკეთო, ხომ გაგიჟდები?!..
    ამიტომ ადამიანს ათასნაირი ფიქრები უტრიალებს და მერე თვითონ წარმიდგენს როგორც რეალობას, ყველაფერს ერთმანეთს უკავშირებს, როგორც საშინელებათა ფილმებში ხდება… 🙂

    Like

  32. (maqcia)martali xar aravinma aricis ra aris maqcioba es advili rame ar aris gindat rom maqciebi iyot magram aricit ratom tqven mizezi ar gagachniat tqven es rogorc kinoebshia gartobaa araa damijeret mec adre viyavi egre mindoda magram axla rodesac maq dzalebi romelic sachuqaria da bevrs araaq es ubralod araperia titqos ragac iyide da dzaan gagixarda magram ramodenime dgeshi agar gainteresebs radgan ici rom sul geqneba. bevrs unda maqcioba zogic ityueba varo magram yvelaperi ase advili araa yvela rom maqcia iyos visa unda egre argamova ubralod gaagrdzelet cxovreba.

    Like

  33. zaza

    ღმერთმა როგორებიც შეგქმნათ ისეთებად დატკბით და იცხოვრეთ…
    სამწუხაროდ ადამიანი, რაც გაქვს არ აფასებ, როდესაც აღარ გაქვს შემდეგ მისტირიხარ, რატომ არ გავუფრთხილდიო…
    ადამიანობა მაქციობასაც ჯობია და ვამპირობასაც, ასე შემდეგ და შემდეგ…
    ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი, ჩვენი ფნტაზიებია და მეტი არაფერი.
    დატკბით და იცხოვრეთ რა…

    Like

  34. mari

    თუ ეს ლეგენდები მართალია, მაშინ დრესაც უნდა არსებობდნენ. მე კი ჯერ არ შემინიშნავს მსგაავსი მოვლენა.

    Like

  35. Ras fiqrobt maqciebze? ::saqaetveloshi arian? Sheidzleba es nakbenit moxdes an saidan gachda sul pirvelot ?? Vinme mecnierma wamali gamoigona da dalia shemdeg ki sxvebs ukbona tu ra ? Arseboben?? Da yvelaze dzalian mainteresebs saqartveloshi arian?? (Konkretulad) iqneb…. minda…..

    Like

Leave a reply to იალინდა კომენტარის გაუქმება