ჩინელმა დიზაინერმა ყველგანმავალი ავტომობილის კონცეპტი შექმნა


ჩინელმა გამომგონებელმა წარმოადგინა გასაოცარი კონცეპტი – Volkswagen Aqua, რომლისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს ისეთ ზედაპირებზე გადაადგილება, როგორიცაა გუდრონირებული გზატკეცილი, ქვიშა, წყალი და ყინულიც კი.

ყველგანმავალი მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-მდე ადის და მოქმედებს საჰაერო ბალიშით აღჭურვილი ნავის მსგავსად. მას თავისუფლად შეუძლია, სრულიად განსხვავებულ ზედაპირებზე იმოძრაოს და ამასთან, არანაირი ზიანი არ მიადგეს.

ამ ეფექტური ავტომობილის დიზაინერი იუან ჩჟანი 21 წლისაა. მოდელს სრიალა და მბრწყინავი ზედაპირი აქვს, აღჭურვილია 4 ვენტილატორითა და ინტეგრირებული საჰაერო ბალიშებით, რომლებიც ჰაერით ავსებას და შესაბამისად ტივტივს უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, Volkswagen Aqua გარემოსაც კარგად ეწყობა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ორი ძრავა წყალბადის საწვავზე მუშაობს და ნახშირბადი საერთოდ არ გამოიყოფა.

ერთ-ერთი ძრავა ერთგვარ საჰაერო გარსს ქმნის ავტომობილის გარშემო, რომ მიწის ზედაპირიდან აწიოს, მეორე კი უზრუნველყოფს მის წინსვლას და არეგულირებს მიმართულებას.

იუან ჩჟანის თქმით, არ არსებობს საჰაერო ბალიშით აღჭურვილ ტრანსპორტზე უკეთესი ვარიანტი, რადგან მას თანაბრად შეუძლია ხმელეთზე, წყალსა და ყინულზე გადაადგილება.

“იმედი მაქვს, Volkswagen Aqua მალე იქცევა ხელმისაწვდომ სუპერავტომობილად, რომლის ყიდვაც საშუალო ფენის წარმომადგენლებს თავისუფლად შეეძლებათ”.

7 thoughts on “ჩინელმა დიზაინერმა ყველგანმავალი ავტომობილის კონცეპტი შექმნა

  1. tsotnee

    “იმედი მაქვს, Volkswagen Aqua მალე იქცევა ხელმისაწვდომ სუპერავტომობილად, რომლის ყიდვაც საშუალო ფენის წარმომადგენლებს თავისუფლად შეეძლებათ”. – მეც! 🙂 🙂 🙂

    Like

დატოვე კომენტარი