სიახლე ფეისბუქზე: სოციალურ ქსელს ვიდეოჩატის ფუნქცია დაემატება

ფეისბუქის წარმომადგენელთა თქმით, საიტს მალე ახალ ფუნქციას შემატებენ. მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ამ კვირაში, ოთხშაბათ დღეს, გიგანტურ სოციალურ ქსელს “რაღაც საოცარი” დაემატება. გავრცელდა ხმა, რომ ეს იქნება ვიდეოჩატის ფუნქცია, რაც ახალი კონკურენტის, Google Plus-ის გაშვების საპასუხოა.

ფეისბუქის ამჟამინდელ მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ ტექსტური ჩატის მეშვეობით გაგზავნილი მესიჯებით შეუძლიათ, მაგრამ მარკის კომენტარებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღეში მოხდება ვიდეოჩატის ინტეგრირება, რისთვისაც ერთმანეთს დაუკავშირდა ორი მსხვილი კომპანია – “ფეისბუქი” და “მაიკროსოფტის” მფლობელობაში მყოფი “სკაიპი”.

ხმების გავრცელებას ხელი შეუწყო ფეისბუქზე შექმნილმა event-მა და მისმა მოწვევებმა, რომლის მთავარ სურათადაც სავარუდოდ ვიდეოჩატის სიმბოლოა.

ეს ნაბიჯი მკვეთრად გაზრდის სკაიპის მომხმარებლებს. პროგრამას ამჟამად აქტიურად 170 მილიონი ადამიანი იყენებს, ფეისბუქს კი – 750 მილიონი.

პარტნიორობა ფეისბუქს კიდევ უფრო დააახლოებს მაიკროსოფტთან, რომელიც სოციალური ქსელის აქციების 1.3%-ის მფლობელია, სკაიპი კი მაისში შეიძინა $8.5 მილიარდად.

ფეისბუქის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ცუკერბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია სერიოზულ ნახტომს გააკეთებს, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით იძუნწა. მისი თქმით, პროექტზე სიეტლში მდებარე ოფისში მოილაპარაკეს, 40 კაციან საბჭოზე.

ტექნოლოგიური ხასიათის ბლოგებზე რამდენიმე კვირაა, მიდის ინფორმაციის გავრცელება, რომ ფეისბუქი მობილურ პროდუქციაზე ზრუნვასაც აპირებს, მათ შორის არის დიდი ხნის ნანატრი ფეიბუქის აპლიკაცია “ეფლის” აიფონისთვის და აიპადისთვის.

ფეისბუქი, ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელი, გაცილებით უსწრებს წინ გუგლსა და იაჰუს მომხმარებლების მიერ საიტზე გატარებული საშუალო დროით, ასევე რეკლამებიდან შემოსული თანხით. პირველობის დათმობას არც ამჯერად აპირებს.

კომპანიის განცხადებით, ის წევრები, რომლებიც მობილური ტელეფონით შედიან ფეისბუქზე, ორჯერ უფრო აქტიურები არიან კომპიუტერის მომხმარებლებთან შედარებით.

“მაშაბლის” ვარაუდით, ვიდეოჩატის ახალი ფუნქცია დაახლოებით ასეთი სახის იქნება:

10 thoughts on “სიახლე ფეისბუქზე: სოციალურ ქსელს ვიდეოჩატის ფუნქცია დაემატება

  1. აბა, ბიჭო, გუგლს დაისვამს მარკი თავზე:)
    არა, კი მიყვარს გუგლი, მაგრამ გაბრაზებული ვარ… :/

    Like

  2. Jason Evans

    au ra dzaan magariaaa .. didi zxxania vocnebob facebookz erameee axali shemoigon… ise musikebis gevrdsac tud adeben rogro odnoklasnikebze gaasaketes da onlinehsi facebookzeve shegedzleb simgerebis mosmenaas dzn magari iqneba : PP

    Like

  3. Jason Evans

    au ra dzaan magariaaa .. didi zxxania vocnebob facebookz erameee axali shemoigon… ise musikebis gevrdsac tud adeben rogro odnoklasnikebze gaasaketes da onlinehsi facebookzeve shegedzleb simgerebis mosmenaas dzn magari iqneba : PP: )

    Like

  4. რეალურად კი ეს მართლა გუგლ პლუსის კონკურენციისთვის კეთდება აშკარად.

    ისე, მე იქნებ არ მინდა ეს ვიდეოჩეთი, არ მექნება არჩევის საშუალება???

    კარგი პოსტია.

    Like

დატოვე კომენტარი