National Geographic – მაისის საუკეთესო 10 ფოტო

აქლემის ეკლის ხეები, ნამიბია.
მზის სხივების მიერ ნარინჯისფრად შეფერადებული დიუნი ნაუკლუფტის პარკში, რომელსაც აქლემის ეკლის ხეები ამშვენებს


წყალქვეშა ქანდაკებები.
წყალქვეშა ქანდაკებების პარკი გრენადაში, კარიბის ზღვაში. ეს ტერიტორია ტურისტების თავშეყრის ადგილია.

 
 
პარაშუტით ხტომა, იოსემიტი.
Half Dome-ის კლდიდან გადახტომა აკრძალულია, თუმცა იოსემიტში პარაშუტით ხტომა მაინც პოპულარულია. ალპინისტები ამბობენ, რომ ეს გაცილებით სწრაფი და სახალისოა, ვიდრე ხეობაში ფეხით ჩასვლა

 
 
სიტუ გუნუნგი.
ნავით მოსეირნე ინდონეზიელი სიტუ გუნუნგის ულამაზეს ტბაში

 
 
ჩრდილოეთის ციალი.
ისლანდიის ერთ-ერთი მშვენება, ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენაში შემოჭრილი მზის დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედების შედეგია

 
 
ინიშოვენი.
დილის მზე ანათებს ირლანდიის ყველაზე დიდი ნახევარკუნძულის გორაკებსა და ქვიშის დიუნებს

 
 
მცოცავი იოსემიტში.
თავზეხელაღებული დინ პოტერი დამცავი საშუალებებისა და თოკის გარეშე მიემართება მყინვარის კლდეზე, რომელსაც "სამოთხე" (Heaven) ჰქვია

 
 
ოქროს მაღაროს მუშა, მოზამბიკი.
ოქროს მაღაროში მომუშავე მოზამბიკელი მანიკას პროვინციიდან, რომლის სახეც შებინებისას კაშკაშებს

 
 
როჩემელონის მთა.
მზის ჩასვლა იტალიაში, 3538 მ სიმაღლის მწვერვალ როჩემელონთან.
მარცხნივ მოჩანს მთის კონუსური ფორმის უზარმაზარი ჩრდილი

 
ბრუკლინის ხიდი.
ფოტოგრაფ აბელარდო მორელის ფოტო, რომელსაც შემდგომში საფოსტო ღია ბარათის იერი მიეცა

 
 
______________
წინა ნაწილები:
იანვრის საუკეთესო 10 ფოტო
თებერვლის საუკეთესო 10 ფოტო
მარტის საუკეთესო 10 ფოტო
აპრილის საუკეთესო 10 ფოტო