სიმღერა “День Победы” II მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ რუსულ სიმღერათაგან ყველაზე ცნობილია. ის დაიწერა სპეციალურად გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ – 1975 წელს. გამოირჩევა მარშირებისთვის დამახასიათებელი მხნე ინტონაციით.
გამარჯვებიდან 30 წლისთავი რომ ეზეიმათ, საბჭოთა კავშირში კონკურსი გამოცხადდა საუკეთესო სიმღერისთვის. 1975 წლის მარტში პოეტი ვლადიმირ ხარიტონოვი, რომელიც ომში მონაწილეობდა, დაუახლოვდა ახალგაზრდა კომპოზიტორს, დავიდ ტუხმანოვს და საერთო ნაწარმოების შექმნა შესთავაზა. რამდენიმე დღეში სიმღერა მზად იყო.
ხარიტონოვმა სიმღერა ჟიურის წევრებს წარუდგინა, თუმცა ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგან ჩათვალეს, რომ ზედმეტად მსუბუქი და ცოტა ქარაფშუტური იყო. ხოლო მელოდიაში კი მათი თქმით, გამოყენებული იყო ტანგოსა და ფოქსტროტის ელემენტები. ეს ორი “ბურჟუაზიული” ცეკვა საბჭოთა კავშირში მკაცრად იყო აკრძალული.
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას უარყოფითი შეფასებები მოყვა, ცნობილმა საბჭოთა მომღერალმა, ლევ ლეშენკომ გაბედა და აპრილის მიწურულს პრემიერა გაუკეთა ალმა-ათაში. მოგვიანებით, 9 მაისს, სიმღერა გაუშვეს გადაცემაში ” Голубой огонёк”. აქ უკვე ლეონიდ სმეტანიკოვი ასრულებდა, თუმცა მისი ნამღერი უსიცოცხლო იყო და მაყურებელთა კეთილგანწყობის მოპოვება ვერ შეძლო. ამის შემდეგ ეს სიმღერა 10 ნოემბრამდე არავის უმღერია. 10 ნოემბერს ლევ ლეშენკომ კრემლის მთავრობის სასახლეში შეასრულა მილიციის დღის აღნიშვნისას. ცენზორები ამან განაცვიფრა, მაყურებელს კი ისე მოეწონა, რომ ბისზე გამოიძახეს.
ამის შემდეგ სიმღერა უცვლელად სრულდებოდა ყოველწლიურად, გამარჯვების დღეს წითელ მოედანზე ჯერ საბჭოთა კავშირში, მოგვიანებით – რუსეთში. День Победы ძალიან უყვარდა ლეონიდ ბრეჟნევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იოსებ კობზონი ასრულებდა. ხოლო ხარიტონოვს უწინასწარმეტყველა, რომ მომავალი თაობები დიდხანს იმღერებდნენ ამ სიმღერას, მას შემდეგაც, როცა მათგან არცერთი აღარ იქნებოდა ცოცხალი.
სიმღერის ტექსტი:
День Победы, как он был от нас далёк,
Как в костре потухшем таял уголёк.
Были вёрсты, обгорелые, в пыли, —
Этот день мы приближали как могли.მისამღერი:
Этот День Победы
Порохом пропах,
Это праздник
С сединою на висках.
Это радость
Со слезами на глазах.
День Победы!
День Победы!
День Победы!Дни и ночи у мартеновских печей
Не смыкала наша Родина очей.
Дни и ночи битву трудную вели —
Этот день мы приближали как могли.მისამღერი:
Этот День Победы
Порохом пропах,
Это праздник
С сединою на висках.
Это радость
Со слезами на глазах.
День Победы!
День Победы!
День Победы!Здравствуй, мама, возвратились мы не все…
Босиком бы пробежаться по росе!
Пол-Европы прошагали, пол-Земли, —
Этот день мы приближали как могли.მისამღერი:
Этот День Победы
Порохом пропах,
Это праздник
С сединою на висках.
Это радость
Со слезами на глазах.
День Победы!
День Победы!
День Победы!
День Победы ლევ ლეშენკოს შესრულებით (1975 წ):
День Победы ლევ ლეშენკოს შესრულებით (2008 წ):
День Победы იოსებ კობზონის შესრულებით (2007 წ):