აზრთა სხვადასხვაობა

რას ხედავენ სურათზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები?

 

  • ოპტიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა.
  •  

  • პესიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია.
  •  

  • რეალისტი ფიქრობს, რომ ეს ჭიქაა, რომელშიც წყალი ასხია.
  •  

  • ინჟინერი ფიქრობს, რომ ჭიქა საჭირო ზომაზე ორჯერ დიდია.
  •  

  • იდეალისტი ფიქრობს, რომ ერთხელაც ისეთი წყალი, როგორიც ჭიქაშია, ულევი ენერგიის წყარო გახდება და ომები დასრულდება.
  •  

  • კაპიტალისტი ფიქრობს, რომ თუ მას შესაბამისად შეფუთავს და კარგ სახელს მოუფიქრებს, ფულს იშოვის.
  •  

  • კომუნისტი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული წყალი ყველას თანაბარი რაოდენობით ეკუთვნის.
  •  

  • შეთქმულების თეორიების მოყვარული ფიქრობს, რომ მთავრობამ წყალში ისეთი ნივთიერება გაურია, რაც ხალხის გაკონტროლებას გაუადვილებს.
  •  

  • სექსისტი ფიქრობს, რომ წყალი საკმარისი არაა, ამიტომ ჭიქა ცოლმა უნდა შეუვსოს.
  •  

  • ნიჰილისტი ფიქრობს, რომ არც წყალი არსებობს და არც თვითონ.
  •  

  • ალკოჰოლიკი ფიქრობს, რომ ჭიქაში არაყი ასხია და სასწრაფოდ უნდა შეისვას.
  •  

  • კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ჭიქა უშნო ფორმისაა.
  •  

  • ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ ურთიერთობა ჭიქასა და მასში არსებულ სითხეს შორის დაკვირვებით უნდა იქნას შესწავლილი.
  •  

  • ამერიკელი ფიქრობს, რომ წყალი უნდა დაიშაქროს და ოფიციანტმა დროზე მოუტანოს.
  •  

  • ცინიკოსს არც კი სჯერა, რომ ჭიქაში რამე ასხია.
  •  

  • კლეპტომანი ფიქრობს, ჩაეტევა თუ არა ჭიქა მის ჯიბეში.
  •  

  • ქრისტიანი ფიქრობს, რომ 2000 წლის წინ ასეთი წყალი ღვინოდ იქცა.
  •  

  • მუსლიმი ფიქრობს, რომ ჭიქა შეიძლება შეურაცხყოფდეს მის რელიგიას.
  •  

  • ფრიადოსანი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული სითხე არის H2O.
  •  

  • ველური ფიქრობს, რომ ეს გამჭვირვალე საგანი უბედურების მომტანია.
  •  

  • რასისტი ფიქრობს, რომ ჭიქას მის ქვეყანაში არაფერი ესაქმება.
  •  

  • მეამბოხე ფიქრობს, რომ ჭიქა უნდა დაიმსხვრეს.
  •  

  • ნარკომანი ფიქრობს, რომ ჭიქა ნიანგს ჰგავს.
  •  

  • ქერათმიანი ფიქრობს, რომ ჭიქა რაღაცით გავს იმას, დასალევად რომ იყენებენ ხოლმე.
  •  

    10 thoughts on “აზრთა სხვადასხვაობა

    1. cucqira7

      პესიმისტი გამოვდივარ 🙂 ქერათმიანებზე მაგარია :))) ჩარლი შენ რას ხედავ?

      Like

    2. ზურა

      მე კი ვხედავ რო გრავიტაციის ძალები ისევ მოქმედებს მზის სისტემაში 😀

      Like

    3. kate

      iseti dro movida, agaravis scyuria, chems bavshvobashi cyali upirvelesi iyo, mama rom otaxshi shemoitanda cyals, avlokavdit marils da mtel chiqas vcdilit 😀 D 😀 😀 (pensioneri)

      Like

    დატოვე კომენტარი